მუსიკათერაპია

მუსიკათერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს თაკოს ცხოვრებაში, იგი 7 წელია რაც სხვადასხვა საჭიროებების, დარღვევებისა და მდგომარეობის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან ატარებს მუსიკათერაპიას.

  • თაკო მუსიკათერაპიის მაგისტრია. გარდა ამისა, გავლილი აქვს არაერთი მრავალთვიანი ტრენინგი როგორც მუსიკათერაპიაში, ასევე ქცევის მართვასა და მეტყველების თერაპიაში, გავლილი აქვს ასევე მოკლე ტრენინგები ფსიქოლოგიაში და ალტერნატიულ თერაპიაში.
  • მუშაობს სხვადასხვა რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრებში, სხვადასხვა დარღვევებისა თუ საჭროების მქონე ბავშვებთან (მენტალური ჯანმრთელოვის ცენტრი ,,გამმა“, აბილიტაციის ცენტრი ,,ფაზლი“ და ინკლუზიური ცეკვის სკოლა-სტუდია ,,ანისი“.
  • ჰყავს ორი უცხოელი სუპერვაიზორი, აქვს მჭიდრო კავშირი დიდ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მუსიკათერაპიის ცენტრებთან და სპეციალისტებთან. ასევე აქტიურად ეწევა ტრენინგებს როგორც საქართელოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
  • არის ,,ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი და ,,ICDI Arts” -ის თანადამფუძნებელი.

ბოლო 2 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები:

  • თაკო ჩართული იყო 2022 წლის მარტის დასაწყისიდან 3 თვის განმავლობაში 60-მდე უკრაინელი ლტოლვილებისთვის მუსიკათერაპიისა და სინთეზური თერაპიის (მუსიკათერაპია და ინკლუზიური ცეკვა) მიწოდებაში, რომლის მხარდამჭერი გახლდათ ,,World Vision in Georgia“
  • ამავე კომპანიამ, გააფორმა ხელშეკრულება ზემოთაღნიშნული სინთეზური თერაპიის შემქმნელებთან , რომელიც ხელს შეუწყობს თერაპიების უწყვეტ გაგრძელებას და მოიცავს მეტ უკრაინელი ლტოლვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შემსუბუქებას.
  • პროექტი „სახელოვნებო სკოლა-სტუდიებში მუსიკათერაპიის ჰიბრიდული სწავლების მეთოდის დანერგვა“.
    სულ ცოტა ხნის წინ შექმნა მუსიკათერაპიის ჩატარების ჰიბრიდული მეთოდი, სადაც შესულია სავარჯიშოები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება მეთოდოლოგიის სახით და გათვლილია როგორც ონლაინ პლატფორმაზე, ასევე პირისპირ მუშაობისას. ეს პროექტი განხორციელდება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და მოიცავს ასევე ტრენინგსა და ვორკშოპებს.
  • საგრანტო პროექტი ,,Aqua Room” რომელიც მოიცავს ტრენინგსა და თერაპიებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, UNDP, COBERM-ის მხარდაჭერით, რათა გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება პედაგოგებს და სპეციალისტებს.
  • ამჟამად თაკო ჩართულია ბრიტანული საქველმოქმედო ფონდი ,,Music as Therapy international”-ის პროექტში, სადაც მას შესთავაზეც ჩაეტარებინა ტრენინგები და უნარების გაზიარება (Skill Sharing) ქუთაისში, ერთ-ერთ რეაბილიტაციის ცენტრში, სხვადასხვა მდგომარეობისა და დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის.

მეთოდოლოგია და ახალი იდეები

  • თაკო თანავტორია მუსიკისა და ცეკვის სინთეზური თერაპიის პროგრამის ,,Fusion Arts”, რომელიც მოიცავს მუსიკათერაპიისა და ინკლუზიური ცეკვის სინთეზს, ამჟამად ეს მეთოდი დანერგვის პროცესშია თუმცა უკვე აქვს შესამჩნევი შედეგები.
  • ავტორია სინთეზური მეთოდოლოგიის ,,მუსიკა, დრამა და ცეკვის სინთეზი“ რომელიც განხორციელდა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ჩართულები იყვნენ ინკლუზიური ცეკვის სპეც-პედაგოგი ანა ღვინიაშვილი, დრამათერაპევტი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი და მუსიკათერაპევტი თაკო (თამარ) ჟორდანია.
  • პროქტის მხარდამჭერი გახლდათ ,,ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“ და ინკლუზიური სკოლა-სტუდია ,,აზდაკის ბაღი’’, თაკო ამ ცენტრში მუსიკათერაპევტად მუშაობდა. სწორედ ამ სტუდიის ბავშვები იყვნენ ჩართულები პროექტში.


წიგნები

“ხელოვნება ინტეგრაციისთვის”


პროექტი განხორციელდა USAID-ის მხარდაჭერით. პროექტი მოიცავდა თერაპიების ჩატარებას გარკვეული პერიოდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ასევე გადაემზადნენ სპეციალისტები სხვადასხვა რეგიონებიდან და ცენტრებიდან მუსიკათერაპიაში, ინკლუზიურ ცეკვასა და დრამათერაპიაში. ბოლოს კი შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელშიც შესულია 45 სავარჯიშო მთლიანობაში, რომელიც კონკრეტულად ამ პროექტისთვის და სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნა, ვიდეოების სახით წარმოდგენილია youtube პლაქტორმაზე და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

“მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებისთვის”


სახელმძღვანელოს მოჰყვება CD 20 თერაპიული სავარჯიშოთი, სადაც დეტალურად არის ახსნილი როგორ უნდა შესრულდეს კონრეტული სავარჯიშო.
ეს ვიდეოები ასევე განთავსებულია youtube პლატფორმაზე.
ამ პროექტის განმხორციებელი გახლდათ კულტურის სამინისტრო, იდეის ავტორი თაკო ჟორდანია, ხოლო პროექტი შეტანილი იქნა საქველმოქმედო ფონდი ,,აი იას“ მიერ, რადგან მაგ პერიოდში თაკო ამ ორგანიზაციაში მუშაობდა მუსიკის თერაპევტად, სწორედ ფონდის მხარდაჭერით გამოიცა ეს სახელმძღვანელო.

“ქართული სიმღერა-თამაშები“ ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხეხდვით,

რომლის განმახორციელებელი გახლდათ კულტურის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდი “აი ია”, სადაც თაკო იმ პერიოდში მუშაობდა მუსიკათერაპევტად.

ბმულები იხილეთ წიგნების სექციაში