Skip to content
- თაკო ჟორდანია (თამარ ჟორდანია) – ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკოსი და მუსიკათერაპევტი, ,,ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი და ,,ICDI Arts”-ის თანადამფუძნებელი.
- თაკოს დაწერილი აქვს მუსიკა 30-ზე მეტი ფილმისთვის (მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, სრულმეტრაჟიანი), 5 სპექტაკლისთვის (მათ შორის 1 მიუზიკლი) და მრავალი სიმღერა, მათ შორის ბავშვებისთვის.
- თაკო მუშაობს მუსიკალურ თერაპევტად საქართველოს სხვადასხვა ცენტრში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
- თაკომ გამოსცა სახელმძღვანელო მუსიკალური სავარჯიშოები (მუსიკათერაპიის მიდგომების გათვალისწინებით) (2022)
- თაკომ გამოსცა სახელმძღვანელო „ხელოვნება ინტეგრაციისთვის“ ინკლუზიური ცეკვის სპეციალურ მასწავლებელთან და დრამათერაპევტთან თანამშრომლობით. (USAID და YEWI პროექტების გამარჯვებული) (2021)
- მეტყველებისა და ენის თერაპევტთან თანამშრომლობით, თაკომ გამოსცა ახალი წიგნი “მუსიკალური ლექსი-სავარჯიშოები ბავშვებისთვის” -(მუსიკა და მეტყველების განვითარება, მოძრაობის მეშვეობით) (2020)
- თაკოს დაწერილი აქვს მუსიკალური წიგნი ფორტეპიანოსთვის “იავნანა”, რომელშიც ასევე შედის იავნანა ახალშობილებისთვის და პატარებისთვის. (მუშაობის პროცესშია)
- თაკომ (2 თანაავტორთან ერთად) გამოსცა წიგნი “ქართული სიმღერა-თამაშები” (ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით) (2019)
- თაკოს გაშიფრული აქვს ქართული, აფრიკული, უკრაინული, პიგმეური, სარდინიული, იტალიური, პოლონური, კელტური, თურქული, რუმინული, ინდური, ჰოლანდიური, გერმანული, ფრანგული, სომხური, ლიტვური, კამერუნული ხალხური სიმღერების დიდი რაოდენობა. მათი უმეტესობა შეტანილია სხვადასხვა მუსიკალურ წიგნებსა და სახელმძღვანელოებში. ასევე, ეს უნიკალური მასალა გამოყენებულია ეთნომუსიკილოგთა მიერ და შესულია სხვადასხვა წიგნებში.
- თაკო წერს მუსიკას რეკლამისთვის, სატელევიზიო შოუსთვის, სასწავლო და სხვა სახის ვიდეოკლიპებისთვის.
- თაკო ასევე ასწავლის ფორტეპიანოსა და სიმღერას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს.