
ხშირად გვჭირდება მსგავსი შეხსენებები, რომ ჩვენდა უნებურად, კეთილი მიზნების
დევნაში, არ გამოვიდეს საპირისპიროდ ბავშვთან და არ ჩამოვართვათ მისი ერთ-ერთი მთავარი რამ: თვითშეფასება
თვითშეფასება მოდის არა მხოლოდ შექებიდან ან აღიარებიდან, არამედ პატარ-პატარა პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავების შემდეგ.
შეიძლება ეს იყოს მოწყენილად ყოფნისას ახალი თამაშის/გასართობის მოფიქრება, კითხვის გაჩენისას პასუხზე ფიქრისას, ტანსაცმლის არჩევისას, გამოსავალის თავად მოძებნისას და ა.შ.
რა თქმა უნდა ჩვენც, მშობლები, იქვე ვართ და ვაკვირდებით ჩუმად, რადგან ვიცით რომ სწორედ ასეთ დროს იზრდება ბავშვში როგორც თვითშეფასება, ისე დამოუკიდებლობის შეგრძნება
ეს კი, დღევანდელ სამყაროში, ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ვამჩნევთ, ვაცდით, ვაკვირდებით და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვერევით ან ვეხმარებით
“If you do too much for your children, you are increasing your self-esteem by stealing theirs!
Daniel Amen”
უფრო ჩაშლილად კი:
თუ თქვენ ზედმეტად ბევრს აკეთებთ თქვენი შვილისთვის, არ აცდით მოწყენას, ყველაფერზე გაქვთ მზა პასუხი და პრობლემიდან გამოსავალი, თქვენი თვითშეფასება მაღლდება, მათი თვითშეფასების მოპარვის ხარჯზე
თამარ ( თაკო) ჟორდანია
2025 წელი