კლასიკური მუსიკის ინკლუზიური კონცერტი

15 ოქტომბერს ჩატარდა კლასიკური მუსიკის ინკლუზიური კონცერტი ,,კამერტონი“

პროექტის მთავარი მიზანი იყო: შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს შესაძლებლობა მიეცეთ განავითარონ და წარმოაჩინონ საკუთარი მუსიკალური უნარები. მოხდეს მათი სოციალიზაცია და ინტეგრაცია. კლასიკური მუსიკის სფეროში აღმოიფხვრას შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციული და სტიგმატიზირებული დამოკიდებულებები.

კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს ,,გამმას“ სსსმ ბენეფიციარებმა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა “ნიჭიეთრა ათწლედის” მოსწავლეებმა.

შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები, როგორც სოლო, ასევე ჯგუფურ ფორმატში.

კონცერტს დაესწრნენ მონაწილეების მშობლები, დარგის სპეციალისტები, კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

პროექტი განახორციელა: ,,ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრმა“ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ- ,,გამმასთან“ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა – Mental Health Center Gamma თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის მერია / Tbilisi City Hall, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”

იდეის ავტორი გახლდათ თამარ ჟორდანია, მუსიკათერაპევტი, კომპოზიტორი.

აღსანიშნავია რომ ასეთი იდეისა და მასშტაბის ინკლუზიური კონცერტი არის პირველად განხორციელებული ჩვენ ქვეყანაში.

კონცერტით დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პირები და სპეციალისტები, რომლებიც დიდი ხანია გულშემატკივრობენ ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრი